saqarTvelos myinvarebi - abudelauris myinvari

ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
ქედი კავკასიონი
კოორდინატები 42°32`39` ჩ. გ. 44°48`23` ა. გ.

 

მცირე მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ხევსურეთში, ჭიუხის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კალთაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1900 მ. მყინვარის ზემოქმედების გეომორფოლოგიის ნიშნები კარგად არის გამოხატული ცირკების, კარების, მორენების სახით. აბუდელაურის მყინვარიდან გამოედინება მდინარე აბუდელაური (ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი).